კახა სამხარაძემ ადიგენში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

23/04/2018

ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფლების იმერთუბნისა და იჯარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 759 089 ლარით ფინანსდება. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ლელოვანი-ამხერის გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთზეც, სადაც მოეწყობა რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები, მილხიდები, გაბიონები და დაიგება ასფალტის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 146 542 ლარია გამოყოფილი. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ სოფლებში ასფალტის საფარი პირველად იგება, ადგილობრივებს წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მათი ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. სამუშაოების მიმდინარეობა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და ადიგენი-ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ადგილზე დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0