კახეთი და სამხრეთ აფრიკის რეგიონი მეღვინეობის სფეროში ითანამშრომლებენ

28/07/2017

სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთის რეგიონს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ორმხრივად მოეწერა ხელი. შეთანხმების დოკუმენტს ხელი საქართველოში კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მოაწერა.
ორ რეგიონს შორის ურთიერთთანამშომლობის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ცალმხრივად მიმდინარე წლის ივნისის თვეში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კეიპის ღვინის რეგიონის აღმასრულებელმა მერმა – ჰელენ ვონ შლიხტმა მოაწერა.
ხელმოწერის ცერემონია კახეთის გუბერნატორის ადმინისრაციაში შედგა და მას საქართველო ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერტოეების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი, კახეთის რეგიონული გავნითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი და თელავის მერის პირველი მოადგილე თენგიზ მთვარელიშვილი ესწრებოდნენ.
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების თანახმად მიმდინარე წლის 21- 24 სექტემებრს დაგეგმილია აფრიკის დელეგაციის პირველი სამუშაო ვიზიტი კახთის რეგიონში.
კახეთის და კეიპის რეგიონებს შორის ურთიერთობებს დიდი ხანია ჩაეყარა საფუძველი. უკვე ორი წელია წარმატებით მიმდინარეობს მეღვინეების გაცვლითი პროგრამა, ასევე რაგბის სფეროში თანამშრომლობა, დაწყებულია დიალოგი თელავის უნივერსიტეტსა და სტელებოშის უნივერსიტეტს შორის ღვინის მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე.
კახეთის გუბერნატორის განცხადებით აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხელს შუწყობს, არა მხოლოდ კახეთისა და კეიპის ღვინის რეგიონებს შორის კავშირების განვითარებას, არამედ სამხრეთ აფრიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე სამხრეთ აფრიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას..

Tweet about this on TwitterShare on Facebook0