კიბერუსაფრთხოების თემაზე ტრენინგი დასრულდა

22/01/2016

კიბერუსაფრთხოების ტრენინგების ციკლიის – „კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი“ – პირველი კურსი დასრულდა. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ და კურსის ინსტრუქტორებმა, „ესტონეთის საინფორმაციო სისტემების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა გადასცეს. ღონისძიებას საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა დაესწრო. ქართულმა და ესტონურმა მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრებიც გაცვალეს.
ტრენინგის პროგრამა ესტონური მხარის ორგანიზებით და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს მხარდაჭერით, სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავდა.
კურსის მიზანი საქართველოს კიბერსივრცეში მოქმედი საჯარო და კერძო უწყებების კიბერშესაძლებლობების განვითარებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0