კომპანია ,,არემჯიმ” ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა

04/08/2017

სასტუმრო Holiday Inn-ში კომპანია ,,არემჯიმ” ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომლის განხორციელება თეთრიწყაროშია დაგეგმილი. ბოლნისისა და დმანისის შემდეგ თეთრიწყარო იქნება მესამე მუნიციპალიტეტი, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი კომპანია 500-ზე მეტი ადამიანის დასაქწმებას შეძლებს.
2018-2022 წლებში, ამ პროექტის ფარგლებში, იგეგმება 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პრეზენტაციაზე ,,არემჯი” ჯგუფში შემავალი კომპანია ,,კავკასიის სამტო ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ 2013 წლიდან დღემდე გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისა და ჩატარებული კვლევების შესახებ წარადგინა ინფორმაცია.
კომპანია ,,არემჯის” აღნიშნული პროექტის პრიორიტეტად, სხვა საკიტხებთან ერთად, შემუშავებული აქვს პროექტის ფარგლებში საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიებები. ასევე პროექტის განხორციელების პერიოდში იგეგმება გარშემო მდებარე ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსისა და ხულუტის ციხის შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარება და მონიტორინგის წარმოება.
პრეზენტაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0