კომპანია “წყალი მარგებელის” ქარხანას მუშაობა ერთი დღითაც არ შეუჩერებია

04/05/2020

საგანგებო მდგომარეობის და კორონა ვირუსის პანდემის მიუხედავად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში მდებარე კომპანია “წყალი მარგებელის” ქარხანას მუშაობა ერთი დღითაც არ შეუჩერებია. ყოველდღიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, თანამშრომლებს შორის დაცულია სოციალური დისტანცია და მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა. კომპანია “წყალი მარგებელის” საწარმო მთლიანად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს, იგი გურიის უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს. მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა მინერალური წყლის “ნაბეღლავისა” და წყაროს წყლის “ბახმარო”- სთან ერთად, ავსტრიული კომპანია „რაუხთან“ თანამშრომლობით სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. ნაბეღლავის პროდუქცია ექსპორტზე მრავალ ქვეყანაში გადის. პროექტი ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა. მასში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. სოფელ ნაბეღლავში სს „წყალი მარგებლის“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა 2017 წელს გაიხსნა, დასაქმებულია 150 ადამიანი. საწარმოო პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ადგილზე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0