კონფერენცია ,,დუალური პროფესიული განათლება საქართველოში – პერსპექტივები კერძო კომპანიებთან ერთად’’ გაიმართა

23/10/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით კონფერენცია ,,დუალური პროფესიული განათლება საქართველოში – პერსპექტივები კერძო კომპანიებთან ერთად’’ გაიმართა.
ღონისძიება მიეძღვნა დუალური პროფესიული განათლების პერსპექტივებს საქართველოში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია კერძო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე და მათ ჩართულობაზე პროფესიულ განათლებაში, რადგან კერძო სექტორის, როგორც პრაქტიკული სწავლების მომწოდებლის წამყვანი როლი, დუალური განათლების საფუძველია.
კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0