კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში ცენტრალური გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა უკვე დაასრულა

06/12/2017

შპს “თბილსერვის ჯგუფმა” კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში ცენტრალური გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა უკვე დაასრულა – ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები შიდა გზებზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში განახლდება გაწმენდითი სამუშაოები. “თბილსერვის ჯგუფი” მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222

Tweet about this on TwitterShare on Facebook0