ლამისყანგზის რეაბილიტაცია დასრულდა

01/08/2017

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში „ლამისყანა – თეზი-ოკამი-თბილისი-სენაკი-ლესელიძის“ ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის მონაკვეთის II ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მოასფალტებული გზა გახსნეს საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.
აღნიშნული გზის სიგრძე 2 000 გრძივი მეტრია, დაფინანსებულია რეგიონების განვითარების ფონდიდან, რომლის სამუშაოები შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ -მა შეასრულა და მასზე 448 107 ლარი დაიხარჯა – აღნიშნა გოჩა გოჩიტაშვილმა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინი კმაყოფილები არიან კეთილმოწყობილი, მოასფალტებული გზით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0