ლევან დავითაშვილი შიდა ქართლში ფერმერებს შეხვდა

06/10/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლში გახორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ფერმერებთან გორში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მინისტრმა სახელმწიფო უწყებებსა და ფერმერებს შორის ურთიერთობაში სამ ძირითად პრიორიტეტზე – თანადაფინანსება, ტექნიკური მხარდაჭერა და ცოდნის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა – გაამახვილა ყურადღება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებთან შეხვედრაზე შესაბამისი ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც წარმოუდგენელია მთავრობასა და ფერმერებს, მეწარმეებს შორის აქტიური კომუნიკაციის გარეშე და შეხვედრის მონაწილეებს უფრო მეტი ჩართულობა სთხოვა. თავის მხრივ, ფერმერებმა მინისტრს სარწყავი წყლის მიწოდების საკითხის მოგვარებაში სთხოვეს დახმარება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მსოფლიო ბანკის დახმარებით აქვს დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0