ლიკანში, სანატორიუმ “ბორჯომთან“ დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

27/11/2017

ლიკანში, სანატორიუმ “ბორჯომთან“ დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ხიდზე განხორციელდა დაზიანებული ხის საფარის დემონტაჟი და ახალი საფარის მოწყობის სამუშაოები. ამასთანავე შეიღება რკინის კონსტრუქციები და დამონტაჟდა ლითონის ბადეები.
არსებული ხიდი სანატორიუმ “ბორჯომში” მცხოვრები დევნილი მოსახლეობისათვის ერთადერთ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს ცენტრალურ მაგისტრალთან.
ხიდი წლებია დაზიანებული იყო და საფრთხეს უქმნიდა როგორც მასზე მოძრავ ავტომობილებს ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ხიდზე გადაადგილება უკვე უსაფრთხოა.
პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 80 000 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0