ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანაკლისი არ არის

12/10/2017

ქართულმა კინემატოგრაფმა და მისმა ერთგულმა მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა – ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანაკლისი არ არის.
ლიკა ქავჟარაძემ დატოვა ყველაზე მთავარი მსახიობისთვის – მისი შექმნილი სახეები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიასა და კინომოყვარულთა ყველა თაობის მეხსიერებაში.
გულწრფელად ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მისი სილამაზე, ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0