ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტემის სამომავლო პერსპექტივებზე ზესტაფონში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

07/04/2017

ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტების სამომავლო პერსპექტივებზე ზესტაფონში პირველად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ლიტვის ქალაქ ტაურაგეს სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები, პედაგოგები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაც იღებდა. სტუმრებმა და მასპინძლებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის დღს არსებულ მოდელზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს. კონფერენციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, გამგებლის მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ნიკოლოზ კრავეიშვილი მიესალმა. ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0