მადლობა ჩვენს პატრიარქს იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის

28/08/2017

მინდა, მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დღესასწაული და გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული, ჩვენი ოჯახების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვითა და კურთხევით, ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები. გუშინდელი დღეც, მადლობა ღმერთს, უმსხვერპლოდ დასრულდა – მხედველობაში მაქვს ვერტმფრენის შემთხვევა. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო უწმინდესს იმისათვის, რომ იგი ყოველდღე, ყოველწუთიერად ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და გამთლიანებისათვის. მთელი ერი არის მისი მადლობელი ამისათვის. მინდა, ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0