მაია ცქიტიშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

16/08/2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ელჩი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. მხარეებმა, სხვადასხვა მიმართულებით, ღია და გამჭვირვალე კონკურენციის პირობებში, უნგრულ კომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0