მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო

05/10/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო. კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურს მოლდოვას რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კირილ გაბურიჩი დახვდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში, რომელიც “მიმი კასტელის” სასახლეში იმართება.
სხდომის დასრულებისთანავე, გაიმართება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების დელეგაციების ხელმძღვანელთა ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იმყოფებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0