მანდატების გადანაწილების საკითხზე მსჯელობა სამ სხვადასხვა ფორმულაზე მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებით მანდატების გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით შემოთავაზებული იყო სამი სხვადსახვა ფორმულა, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს.
როგორც მან განაცხადა, საბოლოოდ ის მოდელი იქნება მიღებული რომელიც სამართლიანია.
“მანდატების განაწილების ფორმულასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია სამი სხვადასხვა ვერსია. იქნება კონსულტაციები იმ მოდელთან დაკავშირებით, თუ რომელი ვერსია იქნება უფრო სამართლიანი და შესატყვისი. რაც შეეხება მანდატების რაოდენობას, ის ყველა შემთხვევაში იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების ოდენობასთან. ბუნებრივია ციფრები არ არის შეთავაზებული იმის მიხედვით, თუ ვის რა სურვილი და პოლიტიკური განზრახვა აქვს. ამ შემთხევაში ეს იქნება შემოთავაზებული გარკვეული ფორმულით და პირდაპირ იქნება დაკავშირებული მათ შორის გამარჯვებული პარტიის ხმებთან. ფორმულა, რომელიც საბოლოოდ, ჩვენს მიერ იქნება შეთავაზებული კოლეგებისთვის, იქნება სამართლიანი და დაკავშირებული ხმების ოდენობასთან. მხარდაჭერის განსაზღვრა დააზღვევს იმ გამოთქმულ ეჭვებს, რომლის განცდა აქვთ ჩვენს ოპონენტებს, თითქოსდა ეს შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა პოლიტიკური არასასურველი მიზნებისთვის. ამიტომ ვიფიქრებთ იმ მოდელზე, რომელიც იქნება უფრო სამართლიანი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Visited 130 times, 1 visit(s) today