მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების განზრახვა მმართველ გუნდს არ გააჩნია

11/05/2017

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების განზრახვა მმართველ გუნდს არ გააჩნია, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
სააგენტოს კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, საკონსტიტუციო ცვლილებებით შეთავაზებული ახალი საარჩევნო სისტემის ვენეციის კომისიის მხრიდან დაწუნებისა და მასზე შენიშვნების შემთხვევაში, “ქართულმა ოცნებამ“ ძალაში კვლავ მოქმედი სისტემა დატოვოს, ბესელიას თქმით, ასეთი განზრახვა გუნდში არავის აქვს.
“ჩვენ გამოვხატეთ ძალიან თამამი პოლიტიკური მზაობა იმისა, რომ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა. თავად ვთქვით უარი იმ კომფორტულ და შესაძლო გარანტირებულ შედეგებზე, რომელიც შერეული სისტემის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს მოაქვს. რადგან ამაზე ვთვით უარი, პროცესი აქეთკენ წარვმართეთ. ველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. პრინციპული საკითხები საბოლოო ტექსტში იქნება ასახული. ჯერ კიდევ წინ არის განხილვის პროცესი. დაველოდოთ, რა ტიპის შენიშვნები ექნება ვენეციის კომისიას – ეს იქნება პრინციპული ხასიათის, სამართლებრივ საკითხებზე შენიშვნები, თუ ეს იქნება ტექნიკური თუ პროცედურული საკითხები. მზაობა, რომელიც გუნდს გააჩნია, კონსენსუსის მიღწევას შესაძლებელს გახდის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0