მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი თბილისის სსიპ N61-ე სკოლის საზეიმო გახსნას დაესწრნენ

06/10/2017

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პირველ მოადგილესთან გენადი მარგველაშვილთან და პარლამენტის წევრთან, ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად დღეს თბილისის სსიპ N61-ე სკოლის საზეიმო გახსნას დაესწრნენ.
დეპუტატებმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება მიულოცეს.
„დღეს დიდი ტრადიციების მქონე 61-ე სკოლა განახლებულ შენობაში აგრძელებს სასწავლო პროცესს. მინდა მივულოცო თითოეულ მოსაწავლეს, პედაგოგსა და სკოლის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს ეს მნიშვნელოვანი ფაქტი. სკოლას აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი , ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტიპის სპორტული დარბაზები, ლაბორატორიები, რაც შესაძლებლობას აძლევს როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს სწავლის პროცესი იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი, შემოქმედებითი და შედეგიანი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი იმ სკოლებს შორის, რომელთა მშენებლობაც წელს დაიწყო.
მარიამ ჯაში: „საერთო ჯამში 20 ახალ სკოლას ჩაეყარა საფუძველი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ახალი სკოლების მშენებლობას იწყებს ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია, რჩება სისტემური პრობლემები, მაგრამ ინფრასტრუქტურის განახლება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი და მიხარია, რომ მიწევს მუშაობა იმ პერიდში, როცა ქვეყნისთვის განათლების სიტემის რეფორმა არის ნომერ პირველი სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0