მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

08/10/2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, სადაც, საბვავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, 150 ბავშვზე გათვლილი ახალი, სააღმზრდელო დაწესებულება გაიხსნა. შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა თამანედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები, კახა კობერიძე, ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ალგეთის საბავშვო ბაღი პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 631 000 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0