მარნეულში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

16/11/2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი დღეს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მარნეულელი ახალგაზრდების მონაწილეობით გამართული მშვიდობიანი აქცია, კულტურის ცენტრის სკვერში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო თემატური ნახატების გამოფენა და დაიდგა ფლეშმობი.
ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება არსამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“-ის ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0