მარნეულში უფასო კარდიოლოგიური სამედიცინო კვლევის აქცია მოეწყო

19/06/2017

დღეს, დილიდან მთელი დღის განმავლობაში, ქალაქ მარნეულში (მის: ავერსის კლინიკა, 26 მაისის ქუჩა) კარდიოლოგიური უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობდა.

სამედიცინო აქციის ინიციატორი თანამედროვე სტანდარტების ქართულ-თურქული სამედიცინო კლინიკა- ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმები იყვევნ.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ქონდათ ჩაეტარებინათ კარდიოლოგიური გამოკვლევები და მიეღოთ შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციები.

სამედიცინო აქციაში უშუალოდ ჩართულნი იყვნენ კლინიკის დირექტორი კარდიოლოგიურ მიმართულების საქართველოში და სტამბულში მოღვაწე ცნობილი კარდიოლოგი, პროფესორი ისმეთ დინდარი, წარმატებული მედიკოსები ქირურგი მახირ ბალაქიშიევი და ინტერვენციული კარდიოლგი ფარუკ ბაირამოვი.

აქციის მიმდინარეობა მოინახულა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა. იგი პირადად ესაუბრა კლინიკის ხელმძღვანელობასა და ექიმებს, მადლობა გადაუხადა მსგავსი ინიციატივისთვის და წარმატებები უსურვა. მოქალაქეებს კი აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა და ჯანმრთელობა უსურვა.

უფასო სამედიცინო აქცია ხვალ,18 ივნისს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0