მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში ახალი გზა შენდება

13/06/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფ. გურძემში გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 2700 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. ახალი გზის პროექტი ასევე მოიცავს, წყალამრიდების და მილხიდების მოწყობას.
გზის ამ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა. მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს.
მიმდინარე სამუშაოებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, ინფრასტრუქურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.
პროექტის ღირებულება 407 449 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია -12 ადგილობრივი.
გურძემის გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0