მარტვილში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები გრძელდება

06/09/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ მარტვილი – აბაშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 30-32 კმ მონაკვეთზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხთან ერთად გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ასევე მოხდება მონოლითური რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობა, არსებული საკომუნიკაციო ჭების და ეზოში შესასვლელების შეკეთება; პროექტის ღირებულება 1 447 768 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,შარა-გზამშენი პირველი“ ასრულებს. სამუშაოზე ამ ეტაპზე დასაქმებულია 15 ადამიანი. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0