მაშველებმა ვარკეთილში სუიციდის ფაქტი აღკვეთეს

21/09/2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ვარკეთილში სუიციდის ფაქტი აღკვეთეს და ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილისგან იხსნეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ თბილისში, ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტომას აპირებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული სამაშველო ჯგუფი. მაშველები სამი სააათის განმავლობაში ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ახალგაზრდა მამაკაცი, არ გადამხტარიყო. პარალელურად, ისინი შევიდნენ საცხოვრებელ ბინაში და მამაკაცი ფანჯრის გასწვრივ არსებული რკინის კონსტრუქციიდან, სამაშველო თოკის დახმარებით უვნებლად ჩამოიყვანეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0