მაჩხვარეთში ფერისცვალების სახელობის ტაძარი იკურთხა

06/08/2017

დღეს სოფელ მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერთეულში ფერიცვალების სახელობის ტაძარი იკურთხა . ტაძრის კურთხევას დაესწრნენ არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი), ლანჩხუთის სამღვდელოება, ასევე დედაქალაქიდან ჩამოსული სტუმრები და სოფლის მცხოვრებნი. ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი(ცქიტიშვილმა)დღევანდელი დღე მიულოცა მრევლს და აღნიშნა,რომ ამ სოფელში დიდი მადლი გადმოვიდა ამ ეკლესიის კურთხევით. ტაძრის მშენებლობა მეუფე იოსების ლოცვა კუთხევითა და სოფლის მოსახლეობის ინიციატივით ხუთი წლის წინ დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0