მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა

15/04/2017

იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლის გადმოსვლისთვის მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.
დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0