მდინარე ალაზანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე მდინარე ალაზანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ხიდის სავალ ნაწილზე მონოლითური რკინაბეტონის ფილების მოწყობა ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 1 200 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

Visited 89 times, 1 visit(s) today