მელექედურის 2 უბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

14/10/2017

აქტიურ ფაზაშია სოფელ მელექედურის 2 უბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ბადრი გობრონიძემ და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტმა გია ნიკოლაიშვილმა დაათვალიერეს.
სამუშაოებს შპს „მშენებელი-21“ აწარმოებს.
პროექტის ღირებულება შეადგენს 10 138 ლარს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0