მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 72 – წლისთავი მიულოცა

09/05/2017

ფაშიზმზე გამარჯვების 72 – ე წლისთავი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცეს. 9 მაისის აღსანიშნავად გამართული ღონისძიება გამგეობის ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო. ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის და გმირული თავდადებისთვის, მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. მილოცვების შემდეგ, გამარჯვების დღის აღსანიშნავად, თვითმმართველობის სახელით ვეტერანებმა ფულადი თანხა 200 ლარი და საჩუქრები მიიღეს. ფულადი თანხა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 19 ვეტერანმა მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტები. ყვავილები მიიტანეს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0