მერაბ კოსტავას ქუჩაზე არსებული ასფალტის საფარის დემონტაჟი დასრულებულია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქვაფენილის დაგება უკვე დაიწყო . ბაზალტითა და გრანიტით მოიკირწყლება 3700 მ2 ფართობი. მოპირკეთებული ქუჩა დასრულებულ სახეს სექტებმრის ბოლოს მიიღებს. სამუშაოებს წინ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება უძღოდა. ქუჩის მოპირკეთების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ინფრასტრუქტურული პროეტის მიმდინარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
მოძველებული ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მერაბ კოსტავასა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე მდებარეობს მალე თანამედროვე სტანდარტებში მოექცევა და რეაბილიტირებულ კოსტავას ქუჩის იერ-სახეს დაამშვენებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება გარე ფასადს, შეიცვალა კარ-ფანჯრა, ასევე მეტალო-კრამიტით გადაიხურება საცხოვრებელი კორპუსის სახურავიც. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „კატერინენფელდი“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ახორციელებს, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება.