მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

27/12/2017

გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

„დღევანდელ შეხვედრაზე შევაჯამეთ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, განვიხილეთ 2018 წლის სამოქმედო გეგმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები. მჯერა, რომ ჩვენი რეგიონისთვის მომავალი წელი იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების, უამრავი პროექტის განხორციელების პერიოდი და სხვადასხვა მიმართულებით გვექნება წინსვლა. გურია ნამდვილად იქნება გამორჩეული რეგიონი და ამისთვის, ჩვენ ძალებს არ დავიშურებთ“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0