მერმა მორიგი სამუშაო თათბირი გამართა

13/02/2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ლია ჯალაღონიას შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები – გოჩა ჩიქოვანი და ვალერი თოდუა, მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მაია გოგუა, მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები.
მერმა სკოლებში არსებულ საჭიროებებზე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და აღნიშნულ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით განისაზღვრა 2018 წლის პრიორიტეტები .
შეხვედრაზე დათო გოგუამ შიდა საუბნო გზების მოწყობასა და უსახური შენობების მოწესრიგებაზე ისაუბრა.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ სოფლებში ,,ღია კარის“ დღეებს ჩაატარებს, სადაც ის ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნობა და მოსახლეობას განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაციას მიაწვდის. თათბირზე სხვა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0