მე იმედი მაქვს, ეს ადამიანები იქნებიან პარლამენტში შიდა ქართლში მცხოვრებლების ღირსეული წარმომადგენლები

31/07/2016

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებები უსურვა. მან იმედოვნა, რომ დასახელებული კანდიდატები თავიანთ საქმიანობას პარლამენტში ღირსეულად განაგრძობენ და ხალხის კეთილდღეობისთვის თავს არ დაზოგავენ.

„მე იმედი მაქვს, ეს ადამიანები იქნებიან პარლამენტში შიდა ქართლში მცხოვრებლების ღირსეული წარმომადგენლები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რაც აწუხებს დღეს საქართველოს მოსახლეობას. „ქართული ოცნება“ არის ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობის მომტანი ერთადერთი რეალური ძალა“. -განაცხადა კახი კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0