მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

20/02/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. ზურაბ ალავიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასეულობით მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს. დურსუნ ჰასანოვმა დაადასტურა აზერბაიჯანის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0