მიუნხენის კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე

13/02/2019

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მიმდინარე კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

„ჩვენი მონაწილეობა მიუნხენის კონფერენციაში არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე, იმ პროგრესის ხაზგასასმელად, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, განვამტკიცოთ მშვიდობა და უსაფრთხოება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0