მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სტეფან დიონთან

04/10/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურ წარმომადგენელთან, კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გერმანიაში, კანადის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან სტეფან დიონთან. შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის ყველა სფერო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. მიხეილ ჯანელიძემ კანადურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ, მათ შორის ეკონომიკური და ეფექტური მმართველობის მიმართულებით რაც, ასევე, ხელს შეუწყობს კანადასთან ორმხრივი ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებას. კანადურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნის კუთხით მიღწეულ პროგრესს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0