მიხეილ ჯანელიძე ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა

20/05/2017

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს კონსოლიდირებული ანგარიშების – “ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში” პრაქტიკის გაგრძელებისთვის, რომელიც იძლევა ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტის საკითხზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს და იმ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია დეოკრატიის კონსოლიდირებისკენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კვიპროსს 18-19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ეწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0