მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

17/03/2017

საქართველო და უნგრეთი დატვირთული დღის წესრიგით ხვდებიან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს, რომელიც 2017 წელს აღინიშნება, აღინიშნა საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე. მიხეილ ჯანელიძე მიესალმა უნგრული კომპანიების დაინტერესების ზრდას საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტებისადმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0