მმართველი გუნდი დანაგვიანების საკითხისადმი ძალიან მკაცრი იქნება

23/09/2017

„სხვადასხვა გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტის შემოტანის გარდა, მმართველი გუნდი დანაგვიანების საკითხისადმი ძალიან მკაცრი იქნება,” – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქის დაბინძურებისადმი კონტროლი გამკაცრდება და სეპარირებისა და გადამუშავების გზით, ნარჩენების აღდგენას ხელი შეეწყობა.
„სათანადო ყურადღება დაეთმობა მდინარე მტკვარს, რომელიც, რა თქმა უნდა, ისეთივე ზრუნვას იმსახურებს, როგორსაც მთელი დედაქალაქი. რეკრეაციული ტერიტორიები ჩვენი ამოცანის მეორე ძირითადი მიმართულებაა. სიმწვანე ქალაქში სუფთა ჰაერის მთავარი საწინდარია. ამიტომ, მაქსიმალურად, ვიზრუნებთ იმ კონკრეტული გეგმის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0