მომზადდება რეკლამის შესახებ კანონის პროექტი

29/11/2016

მომზადდება რეკლამის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამასთან, ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერ სხვა ვალუტით.
მთავრობა, ეროვნულ ბანკთან, საჯარო რეესტრთან და კომერციულ ბანკებთან, იმუშავებს უძრავი ქონების უსაფრთხო ანგარიშსწორების სისტემით – ე.წ. „ესკროუ“ ანგარიშით განხორციელებაზე. ამ შემთხვევაში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა აღარ იქნება ტრანზაქციულ რისკებთან დაკავშირებული და შეამცირებს დაკავშირებულ ხარჯებს, რაც იქნება დამატებითი სტიმული უძრავი ლარით ანგარიშსწორებისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0