მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

20/10/2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, და საკრებულოს თავჯდომარე იმედა მღებრიშვილი სოფლების მლაშეს, დაბა ადიგენის, სოფელ აბასთუმანისა და დაბა აბასთუმანის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძირითად საჭიროებად შიდა გზების მოწერიგება დაასახელეს.
შეხვედრები ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და მოსახლეობის მხრიდან დასახელებულ პრიორიტეტებზე რეაგირება ეტაპობრივად მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0