მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სასახლის 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21/05/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დედაქალაქის მერთან ერთად მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების საზეიმო მიღებას დაესწრო.
გიორგი ალიბეგაშვილმა და დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, დამსახურებულ თანამშრომლებს სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ სასახლის ყველა თაობის თანამშრომელსა და მოსწავლეებს საიუბილეო თარიღი მიულოცა.
“მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი დედაქალაქის ერთ -ერთი გამორჩეული ცენტრი, სადაც თაობები იზრდებიან.
ღირსეულად გაგეგრძელებინოთ ის მისია, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ასრულებთ’’!-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში როგორც სასახლის დარბაზებში, ასევე შიდა ბაღებში მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობები გამართეს, ხოლო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის, ჭედურობისა და ფოტოხელოვნების წრეების მოსწავლეებმა კი საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
ღონისძიების დასასრულს, გიორგი ალიბეგაშვილმა მადლობის სიგელი სასახლის დირექტორს თინათინ რუხაძეს გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0