მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა დაემატა

31/05/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების პროგრამაში 2017 წლიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარების პროგრამა ამოქმედდა. ფინანსური დახმარება ( წლის განმავლობაში ერთჯერ, 200 ლარის ოდენობით ) გაიცემა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსხვერპლის სტატუსი განესაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან / და სასამართლოს ან / და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის ) მიერ, სტატუსის მინიჭების შემდგომ, აღნიშნული კატეგორიაზე გაიცემა ერთჯერადად 200 ლარი. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; საბანკო ანგარიში; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შესაბამისი სტატუსის მქონე პირებს უკვე გაეწიათ დახმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0