მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

18/04/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და მერის მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. მხარის რწმუნებულმა მოინახულა მცხეთა-შიომღვიმის გზის (კმ. 4) წმინდა გიორგის ეკლესიასთან და წმინდა დემეტრე თესალონიკელის მონასტერთან დამაკავშირებელი და სოფლების – არაშენდასა და შანკევანის გზები. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია. მოსახლეობას შეუძლია განახლებული გზით უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდეს. შალვა კერესელიძე სოფელ ახალუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო, რომლის დასრულება მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს იგეგმება. პროექტების ჯამური ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები და რეაბილიტირებული არსენას სკვერი ქალაქ მცხეთაში, ასევე, მოინახულეს ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით აშენებული ახალი სკვერი სოფელ საგურამოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0