მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

06/11/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ადმინისტრაციულ ერთეულებში, წლის ბოლომდე, 27 საცხოვრებელ სახლს ააშენებს.
სახლების მშენებლობის პროცესი, დღეს ჯუმსა და ნარაზენში, გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა გოჩა კეკუტიამ და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ დაათვალიერეს.
ექსკლუზიური და უმნიშვნელოვანესი პროექტის, პრიორიტეტული ოჯახები, უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ გამოავლინა.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, მუნიციპალიტეტის გამგეობის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0