ნატოს შემფასებელმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა

10/10/2017

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს შემფასებელმა ჯგუფმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გამართა შეხვედრები საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმაზე, 21 ოქტომბერს დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების, მართლმსაჯულების განვითარების, ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და ასევე, აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრულ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის თვითშეფასების დოკუმენტისა და აღნიშნულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, წლის ბოლოს, ნატოს შემფასებელი ჯგუფი შეიმუშავებს და წარადგენს შეფასების დოკუმენტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0