”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული

21/12/2017

გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული. როგორც მან განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები ეყრდნობა მხოლოდ ჭორებს, პროვოკაციებსა და შინაარსს მოკლებულ ქმედებებს.

”ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციებზე, უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები, ამიტომ მე საჭიროდ არ ვთვლი, რომ ამაზე რაიმე რეაქცია უნდა გავაკეთო. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული, რადგან ეს არის ცარიელი, არაფრის მთქმელი, ყველანაირ შინაარსმოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები”, – განაცხადა გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0