ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით ტრადიციული ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

06/02/2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით ტრადიციული ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა შეხვედრაზე მოადგილეებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სტრუქტურული ერთეულებისა და (ა) იპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად გასული სამუშაო კვირა შეაჯამა და მიმდინარე კვირის გეგმებზე ისაუბრა.
დღესვე, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის წარმომადგენლებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ნოდარ ფიროსმანაშვილი წარუდგინა. მერმა და მერიის წარმომადგენლებმა ნოდარ ფიროსმანაშვილთან ერთად იმსჯელეს სამომავლო გეგმებისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების გაუმჯობესების შესახებ. აღინიშნა, რომ წელს 250 000 ლარი გამოიყო სოფელ ზემო მაჩხაანის ცენტრალური რეზერვუარის რეაბილიტაციისათვის, რაც ზემო მაჩხაანის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0