ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს

07/02/2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლებებში-ჟდანოვაკანში, ეფრემოვკაში, ორლოვკაში და სპასოვკაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი- ანი მოსოიანი, მოადგილე არტავაზდ ტონოიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
1 ჟდანოვაკანი – საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია;
2 ეფრემოვკა – ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობა;
3 ორლოვკა – პირუტყვის სასმელი წყლის ლოკაციის მშენებლობა;
4 სპასოვკა – პირუტყვის სასმელი წყლის ლოკაციის მშენებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0