ნინო გოგუაძე და ზვიად ძიძიგური ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებიან

31/07/2017

ისრაელში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე.
ქართული დელეგაციის წევრებმა პირველი შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ციპი ხოტოველთან გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მრავალწლიან, მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.
ციპი ხოტოველმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკის, განათლების, უსაფრთხოების და სოფლის მეურნეობის საკითებში ორმხრივი თანმშრომლობის უპირატესობებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ის მეტად გააქტიურებული ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს უფრო ინტენსიური გავხადოთ და თანამშრომლობის მეტი ფორმატი შევქმნათ. მაღალი ტექნოლოგიების განვითარება-გამოყენება, რომელიც ასე პრიორიტეტულია ისრაელისთვის, ასევე პრიორიტეტულია საქართველოსთვის და ჩვენ ტექნოლოგიების განვითრებისთვის გვჭირდება სწორედ ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნის მხარდაჭერა, როგორიც ისრაელია“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0